logo
ENG



პრიტულა პრიგოჟინის აჯანყებაზე: პუტინი ნაცემი ძაღლივით მძიმე მდგომარეობაში იყო

26 ივნ 202309:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/26/f9w2wpatqxi8lze.png

პრიგოჟინის დემარში მიმართული იყო პირველ რიგში, შოიგუსა და პუტინის წინააღმდეგ. შოიგუმ საკუთარ თავზე აიღო ომის მთლიანი ბიუჯეტი და მან მიიყვანა ქვეყანა ნგრევამდე. ცუდი მენეჯმენტით მან გაანადგურა ეკონომიკა და რუსეთის არმია. ეს ამბოხი აღმოჩნდა, რომ იყო ასევე პუტინის წინააღმდეგ და ვფიქრობ, რომ ამბოხის მიზნები მიღწეულია, მოხდა მოლაპარაკება. პუტინი იყო ნაცემი ძაღლივით მძიმე მდგომარეობაში. მან პრიგოჟინის ამ ქმედებას დილით ზურგში დანის დარტყმა დაარქვა, ხოლო საღამოს აღმოჩნდა, რომ მხარეები მივიდნენ კონსენსუსამდე. შეთანხმება კი მიღწეულია პრიგოჟინის გარემოცვიდან შოიგუს ჩანაცვლებით. მთლიანი ძალოვანი ბლოკი, არმია, იქნება მოლაპარაკების რეჟიმში, იქნება ელიტების გარიგება. პუტინი საკმაოდ მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფება. უკრაინის მხარე აქტიურად აგრძელებს საომარ მოქმედებებს. უკრაინის ჯარებმა ხელში ჩაიგდეს ძალიან დიდი ტერიტორიები, მათ წინ რამდენიმე კილომეტრით წაიწიეს. აღმოჩნდა, რომ რუს ჯარისკაცებს წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება რუსეთში, რუსეთის ფრონტზე ალბათ სიტუაციურად დაიკარგება მართვა, რაც უფრო წინ მიიწევს უკრაინული შეიარაღება, მით უფრო იკლებს რუსი სამხედროების მოტივაცია. ველით, რომ ეს მოქმედებები გამოიწვევს პოზიციების შესუსტებას, რაც მომაკვდინებელია რუსული არმიისთვის. ცდილობენ შეინარჩუნონ სახე, მაგრამ ეს უკვე ძალიან ძნელია მათთვის. 


close დახურვა