თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობის მისჯის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს.
ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა უკიდურესი გაჭირვებაა და ამის ფონზე ხელისუფლების მხრიდან პარტნიორებისთვის მიცემული პირობის შეუსრულებლობას აკრიტკიებს.
„პრობლემას ვერც იმაში ვხედავ, რომ ციხეში ვარ და ვერც იმაში, რომ ივანიშვილის დავალებით 5 წელი მომისაჯეს სრულიად უსამართლოდ. პრობლემა იმაშია, რომ ქვეყანა 90-იანი წლების დონის გაღატაკების ზღვარზე აღმოჩნდება უახლოეს 2-3 თვეში. მთლიანად დამოკიდებული ვართ საგარეო ფინანსურ დახმარებაზე ამერიკისა და ევროკავშირისგან და ამ დროს, ამ ქვეყნების ელჩების წინაშე გაფორმებულ შეთანხმებას არღვევ და მათ წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ივანიშვილის “კაპეიკებით” ამოვალთ ამ წლის ეკონომიკური პრობლემებიდან, ძალიან ცდება", - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 13 აპრილს სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა 20-21 ივნისის საქმეზე.