logo
ENG



პროდუქტებზე ფასებით მანიპულირება - ხელისუფლება სანქციების დაწესებას აპირებს

18 მარ 202020:12
3 წუთის საკითხავი
 

იზოლაციის წესებმა მთავრობის კანცელარიაში შეაღწია. მინისტრთა კაბინეტი მედიისგან დისტანცირებულად მუშაობას იწყებს. ჟურნალისტებისთვის ბოლო ღია სხდომაზე კი ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება სანქციების დაწესებას განიხილავს იმ კომპანიებისთვის, ვინც კრიზისის ფონზე ფასებით მანიპულირებს. 

ხელისუფლება მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტის გაძვირებასაც ხელოვნურად შეაჩერებს. პანიკური მოთხოვნის გამო გაიზრდება ბურღულეულის მარაგებიც. მოსახლეობის მოლოდინის მიუხედავად კი არც საგანგებო მდგომარეობა ცხადდება და არც შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე. 

სწორედ ფასებით მანიპულირება იყო საკოორდინაციო კომისიის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა. პრემიერის განცხადებით, გარკვეულმა კომპანიებმა შექმნილი ვითარებით ისარგებლეს და ფასები გაზარდეს, ამიტო, მან ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა. მთავრობაში ამბობენ, რომ ფასებით მანიპულირების დადგენის შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირება ექნებათ. 

 


 

 


close დახურვა