logo
ENG



პროკურატურა მელიასთვის გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდას ითხოვს

03 ნოე 202014:09
3 წუთის საკითხავი
 
fomp1xbn7xffhrc.jpg

მთავარი პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. 

უწყებამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა 1-ლი ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. 

მელიას ელექტრონული სამაჯურის ტარება და 30 000-ლარიანი გირაო სასამართლომ 20 ივნისის აქციის საქმეზე შეუფარდა - გამოძიება მას ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. 

დღეს, 3 ნოემბერს, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, პროკურატურა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. ფორმულას ეს ინფორმაცია დაუდასტურეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც. 

როგორც ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ამბობს, მაშინ, როცა პირი აღკვეთის ღონისძიებას არღვევს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილით, მისი აღკვეთის ღონისძება უფრო მკაცრით უნდა შეიცვალოს. ადვოკატი გვეუბნება, რომ ეს, ამ შემთხვევაში, პატიმრობაა. 

თავად პროკურატურაც განცხადებაში აღნიშნავს, რომ სასამართლოს მელიასთვის "უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა".

ადვოკატის თქმით, გირაო, თუნდაც გაზრდილი ოდენობით, აღკვეთის იგივე ღონისძიებაა და არა უფრო მკაცრი. 

შესაბამისად, თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებას შეცვლას ითხოვს, ავტომატურად ითარგმნა პატიმრობის მოთხოვნად. 

"მელიას ელექტრონული სამაჯური თავიდანვე ბიჟუტერია იყო. მელიას სახლიდან გასვლაც ეკრძალება. ახლა როგორც ჩანს, პროკურატურა ახალ საპროცესო კოდექსს წერს". - ამბობს კონდახაშვილი

31 ოქტომბერს არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა თქვეს, რომ ის გაყალბებულია. 

1-ლი ნოემბრის საპროტესტო აქციაზე, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგების გაუქმება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს, ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. როგორც მან თქვა, არ აპირებს მის ტარებას, ვინაიდან ეს უსამართლობის სიმბოლოა. ის დღესაც იმავე აზრზეა. 


close დახურვა