logo
ENG



პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე მტკიცებულებების მოსაპოვებლად დამატებით 1 თვეს ითხოვს

20 ივლ 202017:07
3 წუთის საკითხავი
 
or84b1jcwr59r3y.jpg

გიორგი შაქარაშვილის მშობლები გენერალურ პროკურორსა და პროკურატურის სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ძალოვანი უწყება სასამართლოს მტკიცებულებების მოსაპოვებლად დამატებით ერთთვიან ვადას სთხოვს. შეხვედრას ოჯახის ნათესავი, მირიან ნიკოლაძეც ესწრებოდა.

ოჯახის ახლობლის თქმით, ისინი ვერ ხედავენ პრობლემას საგამოძიებო ვადის გახანრგძლივებაში და, მისივე აზრით, უმჯობესიც კია, არასრულწლოვნების საქმე ცალკე გამოეყოს წარმოებას.

„საქმის კურსში ვიყავით და სწორი ქმედებაა იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ მოსასვლელია უამრავი მტკიცებულება. როგორც მე ვიცი, არასრულწლოვნების მიმართ საქმის წარმოება უნდა გამოეყოს, რომ ექვსთვიანი ვადით არ შევიზღუდოთ. როცა მათ აქ დაუდასტურდებათ ბრალდება 109-ე მუხლით, ამ ბრალდების გარეშე არ დარჩებიან. მთავარია ჩამოაშორო, რომ ცხრათვიანი ვადა ჰქონდეს სასამართლოს წარმართვის. არის დიდი მასალა.

გაფართოვდა ფარგლები რამდენიმე ექსპერტიზის, ბევრი ნიმუშები იქნა წარდგენილი. გვირჩევნია ყველაფერი გვქონდეს და შემდეგ გადავიდეთ აქტიურ ქმედებებზე, როგორიცაა ბრალის წარდგენა", - ამბობს მირიან ნიკოლაძე.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს მდინარე არაგვში.

ფეხბურთელის საქმეზე დანიშნულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ექსპერტიზის პასუხების შემდეგ საქმე გადაკვალიფიცრდა და დაემატა ახალი მუხლი - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, თუმცა, ამ მუხლით ბრალი ჯერ არავის წარდგენია.

გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.


close დახურვა