logo
ENG



პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა კაცს, რომელმაც მძინარე შვილი ცულით მოკლა

17 ოქტ 202320:28
3 წუთის საკითხავი
 
პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა კაცს, რომელმაც მძინარე შვილი ცულით მოკლა

პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა კაცს, რომელმაც 16 ოქტომბერს, გორში, მძინარე შვილი ცულით მოკლა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მძინარე შვილს ცულით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზარახ მკვლელობა ჩადენილი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებაში ამბობენ, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.


close დახურვა