logo
ENG



პროკურატურამ თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის მამას ბრალი წარუდგინა

25 აგვ 202023:24
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურამ თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობაზე, გარდაცვლილის მამას ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ ეტაპისთვის გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ფ.ა სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მის არასრულწლოვან შვილს.

ფ.ა-ს ქმედებების გამო ა.ა მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობდა. 2020 წლის 23 აგვისტოს, თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ ხეზე ა.ა. თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს. 

სამართალდამცველებმა ფ.ა იმდღესვე დააკავეს. არასრულწლოვნის მამას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126'-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 11'.115-ე მუხლის პირველი ნაწილით  (თვითმკვლელობამდე მიყვანა ) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 11 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს.  

 

 

 


close დახურვა