logo
ENG



პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს მოპოვებისა და შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

22 ივნ 202415:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/22/0acns1cx7yhoxvi.jpg

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის, გამოძალვისა და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების განცხადების მიხედვით, შსს-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა და ინფორმაციის გახმაურების მუქარით დაზარალებულს სხვადასხვა დროს თანხები გამოსძალა. ამასთან, სქესობრივი კავშირის დამყარებაც აიძულა.

პოლიციელებმა ბრალდებული 21 ივნისს დააკავეს. როგორც ცნობილია, მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერულ ტექნიკაში ასევე სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის ამსახველი უკანონო ჩანაწერები აღმოაჩინეს.

"დაკავებულ პირს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა), 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების და ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები) და 139-ე მუხლის პრველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის იძულება, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით) წარედგინა", - წერია განცხადებაში.

 


close დახურვა