„მიჩნდება აზრი, რომ პროკურატურაში არიან მოკალათებული ადამიანები, რომლებსაც საბოტაჟური გრძნობები ამოძრავებთ“ - ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობისთვის ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი გამოძიების ხარვეზებზე საუბრობს და ამბობს რომ პროკურატურას არ სურს საზოგადოების ფართო მასებმა ნახონ იმ მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციები, რომელთა საფუძველზეც არის დაკავებული მიხეილ კალანდია. მისივე თქმით, არაფერი გაკეთდა უძვირფასესი ინფორმაციის მატარებელი მტკიცებულებების დასაცავად.
„მას შემდეგ რაც პროკურატურამ განაცხადა პრინციპული უარი საქმის გასაჯაროებაზე მებადება ასეთი აზრი, რომ პროკურატურაში არიან მოკალათებულები ადამიანები, ვისაც საბოტაჟური გრძნობები ამოძრავებთ და არ სურთ ამ საქმის გახმაურება. 35-ზე მეტი მოწმეა დაკითხული და არცერთი მოწმის მიერ არანაირი ნიშანი იმისა, რომ კალანდიას რაიმე კონკრეტული დანაშული მიუძღვის ამ საქმეში ვერ დაასაბუთდა, ამ მოწმეებთა ჩვენებებში აშკარად იკვეთება გამოძიების მიერ ჩადენილი აშკარა უკანონო ქმედებები.“-განაცხადა ზურაბ თოდუამ.