logo
ENG



პროკურატურასთან შოთაძის შესაძლო დაბრუნება გააპროტესტეს

02 თებ 202012:16
3 წუთის საკითხავი
 

გენერალურ პროკურატურასთან მორიგი აქცია-პერფორმანსი გაიმართა. ზვიად კუპრავამ თანამოაზრეებთან ერთად ირაკლი შოთაძის შესაძლო პროკურორობა კიდევ ერთხელ გააპროტესტა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შოთაძე ბიძინა ივანიშვილისა და ოთარ ფარცხალაძის მორჩილი კადრია. 

„მონა შოთაძე, მონათფლობელი ფარცხალაძე და მათი „ხაზეინი“ ივანიშვილი. ეს არის „რასკლადი“, რომელიც არის პროკურატურაში. ჩვენ ვაპროტესტებთ ამ „რასკლადს“ და ამას ეწინააღმდეგება მოსახლეობის უმრავლესობა. სანამ ეს იქნება პროკურატურაში, მსგავსი აქციები მუდამ იქნება", - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება კლანის დაბრუნებაა და ეს ხალხმა არ უნდა დაუშვას.

„ეს არის ფარცხალაძის კლანის დაბრუნება. შოთაძის დაბრუნება არის ამ კლანის დაბრუნება, რომელიც არის ხორავას საქმის გამყალბებელი. ერის ღირსების საკითხია, რომ ის არ დაბრუნდეს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 


close დახურვა