პროკურატურის საგანგებო ბრიფინგს “ფორმულასთან“ საუბარში მოკლულლი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, დადგენილია, რომ თემირლანს საწოლიდან თავი არ წამოუწევია.
„რაც გაკეთებულა დღევანდელ დღემდე, არაფერი განსხვავებული არ გაკეთდება და არც შეიძლება. როდის იყო ადამიანი ამბობდა, დედაჩემი ბ##ი იყოო. ამათ თუ დავუჯერებთ, დადგინდა, რომ თემირლანმა მათ წინააღმდეგობა გაუწია. ისიც დადგინდა, რომ თემირლანს თავი არ ჰქონდა წამოწეული ლოგინიდან. თემირლანს ყურსასმენები და ტელეფონი ჰქონდა, ისიც არის დადგენილი. ჟურნალისტები ამ შეკითხვას რომ მისვამთ, ეს კატასტროფაა. როცა ვიცით, რა მდგომარეობაში იყო თემირლანი, როცა ვიცით, რომ ხელყუმბარა არის ჩადებული და ამას მეკითხებით. პროკურატურის და მთელი მოსამართლეების დედაც“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მოცემულ საქმეზე გამოძიება შეწყდა.