logo
ENG



პროკურორების კონფერენციაზე ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს

18 ოქტ 201917:10
3 წუთის საკითხავი
 
b0nyef6ebp4sy9p.png

პროკურორების კონფერენციაზე, ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს. საპროკურორო საბჭოს 6 წევრის შესარჩევად ფარული კენჭისყრა ჩატარდა. საბჭოს ახალი წევრები 12 კანდიდატიდან უნდა შეირჩეს.

ამ წუთებში მიმდინარეობს ბიულეტენების დათვლის პროცესი. საპროკურორო საბჭოს წევრობის 12 კანდიდატს საერთო ჯამში ხმა მისცა 500-მდე პროკურორმა.

დაახლოებით 2 საათში გახდება ცნობილი, საპროკურორო საბჭოს 15 წევრიდან ვინ იქნება 6 ახალი წევრი.

„საინიციატივო ჯგუფის მხრიდან წარდგენილი იყო ჩემი კანდიდატურა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. მიმდინარეობს ხმების დათვლა და ველოდები, რომ ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს. ვფიქრობ, რომ გარკვეული სიახლეები შეიძლება იქნეს შეტანილი პროკურატურის საქმიანობაში, რის შესაძლებლობასაც, საპროკურორო საბჭოში ჩემი მოღვაწეობა მომცემს. მქონდა გარკვეული ხედვები, რომელთა ნაწილი გავაცანი ჩემს თანამშრომლებს და იმედი მაქვს მათი მხარდაჭერის,“ - განაცხადა საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატმა ეკა ხარებავამ.

შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭოს ახალი შემადგენლობა შეიძლება უფლებამოსილი გახდეს, რომ უახლოეს მომავალში, დაასახელოს გენერალური პროკურორის კანდიდატი, ვინაიდან მოქმედი გენერალური პროკურორი არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი და თუკი ის სასამართლოში გადაინაცვლებს ამ შემთხვევაში, სწორედ საპროკურორო საბჭოს მოუწევს რომ მოიძიოს ახალი კანდიდატები, შეჯერდეს ერთზე და შემდეგ უკვე დასამტკიცებლად გადაუგზავნოს პარლამენტს.

საპროკურორო საბჭო შედგება 15 წევრისგან 6 წევრს დღეს გაუვიდა უფლებამოსილების ვადა და ამ 6 წევრის შემცვლელს სწორედ პროკურორები ირჩევენ.


close დახურვა