logo
ENG



პროკურორი: რუსეთის შეჭრიდან დღემდე ხარკივში 1000-ზე მეტი მოქალაქე მოკლეს

08 აგვ 202200:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/08/fslx3cxv52zqi4f.jpg

ხარკივის პროკურატურის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე მხოლოდ ხარკივის ოლქში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 

"აგრესორი ქვეყნის ქმედებები ხარკივის ოლქში არის სამოქალაქო დასახლებების ტერორი". - თქვა ალექსანდრე ფილჩაკოვმა

მისივე განცხადებით, რუსების მიერ მოკლულთა შორის 50 ბავშვია, ხოლო დაჭრილია, სულ მცირე, 2000 ადამიანი. 

რუსეთის შეჭრის შემდეგ ხარკივში 7000-ზე მეტი ობიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა. მათ შორის არის 2800 მაღალსართულიანი შენობა, 1800 საცხოვრებელი კორპუსი, 500-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება და 150 საავადმყოფო. 

ფილჩაკოვის თქმით, რუსები ხარკივის დაბომბვას აგრძელებენ. 

ხარკვის ოლქის პროკურატურის ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ მიმდინარეობს ომის დააახლოებით 3500 დანაშაულის გამოძიება. 80%-ის შეთხვევაში რუსებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ავიაციის საშუალებით დაბომბეს. ასევე, უკვე გამოძიებულია მკვლელობის 50, უკანონო პატიმრობის 120, ძარცვის 300 და გაუპატიურების 4 შემთხვევა. 


close დახურვა