საზოგადოებაში კრიტიკის საგანი გახდა დედაქალაქის საახალწლო სლოგანი. ოპოზიციამ ხელისუფლების გადაწყვეტილებას პოლიტიკური უზნეობა უწოდა. "მშვიდობის ქალაქი" - ამ ფრაზით შეხვდება ახალ წელს თბილისი. "ქართული ოცნების პროპაგანდისტული ხაზის გაგრძელება და ამორალური ნაბიჯი უკრაინასა და საქართველოში რუსული აგრესიის ფონზე" - ესაა იმ შეფასებების ნაწილი, რომელიც დღეს ქართული ოცნების მიმართ ისმის.