პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე მსჯელობას პარლამენტი დღეს გააგრძელებს. ამასთან, საკითხის განსახილველად მმართველი გუნდის ოფისში უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება, სადაც დეპუტატები საბოლოო გადაწყვეტილებაზე შეჯერდებიან.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება მმართველი გუნდის ლიდერთან მსჯელობის საფუძველზე მოხდა.
"პარტიის თავმჯდომარესთანაც გვქონდა ამაზე საუბარი. ივანიშვილთან ერთად შევაჯერებთ და არა ისე, რომ მან თავის მოსაზრება გადმოგვიგდო, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ამბობენ. ვფიქრობ, უმრავლესობის შეხვედრა ამასთან დაკავშირებით იქნება მნიშვნელოვანი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.