logo
ENG



პროპორციული არჩევნები ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა

28 იან 202020:20
3 წუთის საკითხავი
 

 

 პროპორციული არჩევნები ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა - ასეთ გამოსავალს სთავაზობენ ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ბიძინა ივანიშვილის გუნდის პასუხი კი უცვლელია, ის სამოქალაქო სექტორს პოლიტიკურად მიკერძოებულს უწოდებს. პროპორციული არჩევნების შესახებ გაცემული პირობის შესრულებას მოითხოვს ოპოზიცია და აქციებისა და პიკეტირების შეწყვეტას არ აპირებს. პროპორციულის გარდა, სხვა მოდელით ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმაცია არ იქნება - აცხადებენ პოლიტიკურ წრეებში და 4 თებერვალს მასშტაბურ აქციას აანონსებენ.

 

დემოკრატიის თვალსაზრისით ძალიან უკან სვლაა. იზრდება პოლარიზაცია და კიდევ უფრო კითხვის ნიშნის ქვეშ დგება იმ არჩევნების სამართლიანად ჩატარება, რომელიც იგეგმება.

კრიზისიდან გამოსასვლელად და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, არასამთავრობო ორგანიზაციები გამოსავალს კვლავ პროპორციულ სისტემაში ხედავენ და მისი ჩაგდების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებენ. ისინი მოუწოდებენ მთავრობას, რომ პროპორციულ სისტემისთვის  საკონსტიტუციო ცვლილებების დასაწყებად პარლამენტს მიმართონ.

დაპირების შესრულებას ოპოზიციაც მოითხოვს. პოლიტიკოსები პროპორციული სისტემის გარეშე ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. ისინი ხელისუფლებას ქვეყნის ინტერესების დაზიანების გამო აკრიტიკებენ.

ხელისუფლებისგან დაპირების შესრულების მოლოდინი არ აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომელიც აქტიურად არის ჩართული საარჩევნო სისტემებზე მოლაპარაკებებში. კრიზისიდან გამოსავალს ისინი ხელისუფლების ცვლაში ხედავენ.

ქართლი ოცნება კი დაპირების შეუსრულებლობას არ აღიარებს და ოპოზიციას დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს, არასამთავრობო სექტორს კი პოლიტიკურ მიკერძოებულობაში.

საფრთხის შემცველად მიიჩნევენ პროპორციულ სისტემას ე.წ. მეამბოხე დეპუტატები რომლებიც პროპორციული სისტემის ჩაგდების ინიციატორები გახდნენ.

საარჩევნო სისტემებზე უმრავლესობამ და ოპოზიციამ დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი უკვე გამართა. თუმცა უშედეგოდ. მეხუთე რაუნდი გამართვამდე და უმრავლესობის დათმობამდე კი ოპოზიცია საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმს განაგრძობს.  


close დახურვა