logo
ENG



პროპორციული არჩევნები ხალხის დაკვეთაა, რომ აღარავის ჰქონდეს ჭარბი ძალაუფლება - რატიანი

08 თებ 202022:28
3 წუთის საკითხავი
 

„პროპორციული საარჩევნო სისტემა არის საზოგადოების დაკვეთა, ჭარბი ძალაუფლება აღარავის უნდა ჰქონდეს", - ასე უპასუხა "ევროპული საქართველოს" წერვმა სერგო რატიანმა გიორგი თარგამაძის კითხვას პროპორციული არჩევნების შესახებ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა განმარტა, ქართულ საზოგადოებას აღარ სურს ერთლიდერიანი სისტემა და სწორედ ხალხის დაკვეთაა, რომ ძალაუფლება განაწილდეს სამართლიანად.

„შეკვეთა მოდის საზოგადოებიდან, რომ არავის არ ჰქონდეს ჭარბი ძალაუფლება. ახლა რა დავაც გვაქვს მმართველ პარტიასთან, არის არა იმაზე, წავა თუ არა ხელისუფლება, არამედ ხელისუფლების განაწილებაზე მომავალში. ქართული საზოგადოების რიტმი არის, რომ 8-9 წელიწადში ცვლის ხელისუფლებას. საზოგადოების მოთხოვნა არის, რომ შემდეგ ხელისუფლებას არ ჰქონდეს ჭარბი ძალაუფლება და ის გადაინაწილონ პარტიებმა. გამარჯვება იყო, როცა 20 ივნისს საზოგადოებამ არ დაუშვა რუსი დეპუტატის ჯდომა პარლამენტში და გამოჩნდა ახალგაზრდობა, რომელიც ლიდერიცაა ამ მოძრაობის და მათგან მოდის დაკვეთა, რომ არავის ჰქონდეს ჭარბი ძალაუფლება. ნურავის ეგონება, რომ რაიმე ტალღა მოიყვანს ერთ დიდ ლიდერს - ეს არის პრეისტორიული კითხვა. არის ბევრი გამოცდილი ლიდერი, რომლებმაც იციან, რომ ჭარბი ძალაუფლება არის დამღუპველი", - აცხადებს სერგო რატიანი. 


close დახურვა