logo
ENG



პროპოციული საარჩევნო სისტემა გამორიცხავს ავტოკრატიას - კობახიძე

13 ნოე 201912:29
3 წუთის საკითხავი
 
o8y876gfqcc8rzl.jpg

პარლამენტის სხდომა, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა უყარონ კენჭი, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. სიტყვით გამოსვლისას "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი კობახიძემ  აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს პროპრციულ საარჩევნო სისტემას, რადგან ეს ქვეყანაში დემოკარატიის განვითარების საფუძველია. მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ქვეყანაში ავტოკრატიას გამორიცხავს. 

"როდესაც ტარდება პროპოპრციული არჩევნები, პარტიები არიან მოწოდებული იმუშაონ არა მხოლოდ იქ, სადაც დიდი მხარდაჭერით სარგებლობენ, არამედ ყველა საარჩევნო ზონაში. პროპორციული საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად უწყობს ხელს პოლიტიკურ კონსოლიდაციას და საარჩევნო პარტიული სისტემის განვითარებას. ჩვენ ვთქვით, რომ დღევანდელი პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ის, რომ პარტიული სისტემა არაა ჩამოყალიბებული. ასეთი რამ დღეს საქართველოში არ გაქვს, რაც არის გარკევული სისტემური კავშირების ერთიანობა. ერთ-ერთი მიზეზი ამისა არის შერეული საარჩევნო სისტემა, ამიტომ პროპროციულ სისტემაზე გადასვლას ხელს შეუწყობს პარტიულ სისტემის განვითარებას. გამოირიცხება ავტორიტარული სისტემის ჩამოყალიბება. ერთ-ერთი საფუძველი, რატომაც მე მხარს ვუჭერ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ესაა 9-წლიანი მმართველობა "ნაციონალური მოძრაობის". ამ სისხლიანი რეჟიმის ფუნდამენტი სწორედ საარჩევნო სისტემა იყო. ბოლო დადებითი მხარეს ის, რომ მეტ ქალს ეძლევა წარმომადგენლობის შესაძლებლობა. ჩვენ უნდა ავწონ-დავწონოთ სად არის მეტი პლუსი და მინუსი. ამ შემთხვევაში მთავარი გამოწვევა, ესაა ავტოკრატიის გამორიცხვა, რის საშუალებასაც იძლევა პროპორციული საარჩევნო სისტემა",- აღნიშნა კობახიძემ. 


close დახურვა