პრორუსი სეპარატისტების ყოფილი მეთაური დონბასში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაში მონაწილეობას უარყოფს. ვლადიმერ ცემახმა, რომელიც უკრაინაში ტრაგედიასთან კავშირის ბრალდებით დააკავეს და გასულ თვეს რუსეთთან ტყვეების გაცვლის დროს გაათავისუფლეს, რუსულ მედიას ინტერვიუ მისცა.
ცემახის თქმით, ის საჰაერო თავდაცვას ხელმძღვანელობდა, თუმცა არსებული შეიარაღებით მებრძოლების სამიზნე მხოლოდ დაბალ სიმაღლეზე მყოფი თვითმფრინავი შეიძლება გამხდარიყო. მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო ბოინგი დონბასში 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. კატასტროფას ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი ემსხვერპლა.