პროსახელისუფლებო პროპაგანდის სქემა გაშიფრულია - კვალი კრემლისტურ სააგენტოსთან მიდის. ირკვევა, რომ ფეისბუქის მიერ დაბლოკილ "ნიუს ფრონტთან" დაკავშირებული ცრუ მედიაგვერდები სამთავრობო მესიჯების გავრცელებაში იყო ჩართული.
12 არაავთენტური გვერდი ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საპენსიო სააგენტოს სასარგებლოდ ორგანიზებულად მუშაობდა. ეს საინფორმაციო ოპერაცია კი ძირითადად პროსახელისუფლებო ექსპერტების მოსაზრებების ტირაჟირებით ხდებოდა.
ცრუ გვერდები და ანგარიშები გააქტიურდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს და საპენსიო რეფორმის ამოქმედებისას, ამის შემდეგ კი თანამშრომლობა კრემლისტურ ქსელთანაც ვლინდება.
დასპონსორებული სამთავრობო პროპაგანდა, ინსცენირებული კომენტარები და კრიტიკული აზრის გაშავება, სავარაუდოდ, საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდებოდა.
ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ თემაზე უკვე მეორე ანგარიშს აქვეყნებს და როგორც ჩანს, ანტიდასავლური დეზინფორმაციის წყარო ამით სერიოზულად შფოთავს, - მიხეილ ბენიძეს „ნიუს ფრონტის“ ხელმძღვანელი დებატებში იწვევს.