logo
ENG



პროტესტი თბილისი-წალკის გზაზე, ადგილობრივები წყალსა და გაზსს წლებია ითხოვენ

11 აგვ 202020:42
3 წუთის საკითხავი
 

დღეს, 11 აგვისტოს თბილისი-წალკის დამაკავშირებელი გზა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. ადგილობრივებმა პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც ხელისუფლებამ რეაგირების გარეშე დატოვა მწვავე სოციალური პირობები.

პროტესტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაპირისპირება მოყვა. აქციის მონაწილეები სოფლებს შორის დამაკავშირებელი გაუვალი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. მათი თქმით სოფლებამდე მისვლას დროულად სასწრაფოც კი ვერ ახერხებს. ადგილობრივებს სასმელი წყლის პრობლემაც აქვთ და მის მოსატანად რამდენიმე კილომეტრის მოშორებით უწევთ წასვლა. ისინი პრობლემების მოგვარებას მთავრობისგან უკვე რამდენიმე წელია ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

თბილისი წალკის დამაკავშირებელ გზაზე პროტესტი მას შემდეგ შეწყდა რაც ადგილობრივებმა მერის წარმომადგენლისგან მიიღეს დაპირება, რომ გზის და სასმელი წყლის პრობლემა შეძლებისდაგვარად მოკლე დროში მოგვარდება. დანაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი კვლავ აქციების გამართვას გეგმავენ.


close დახურვა