მოშიმშილე პრეზიდენტს რუსთავში, ციხესთან მხარდაჭერას უცხადებენ. აქციები რუსთავში სააკაშვილის გათავისუფლებამდე პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. მესამე პრეზიდენტს დღეს შეკრებილთა ნაწილმა მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ დაუშვებენ ქვეყანაში სიცოცხლე მეორე პრეზიდენტმა დაასრულოს ტრაგიკულად. ციხიდან გათავისუფლების გზას კი თავად მესამე პრეზიდენტი სწორედ ხალხმრავალ აქციასა და უწყვეტ პროტესტში ხედავს.
პროტესტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით
02 ნოე 202120:27
3 წუთის საკითხავი