logo
ENG



პროტესტის 27-ე დღე ჯანდაცვის სამინისტროში - დევნილები შენობის დატოვებას არ აპირებენ

12 ოქტ 201920:28
3 წუთის საკითხავი
 
acit6arw29e5jhv.png

ჯანდაცვის სამინისტროში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირთა აქცია გრძელდება. ადგილზე ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბინების განაწილების კომისიამ მუშაობა დაასრულა და გაირკვა, რომ 60 დევნილი ოჯახიდან მხოლოდ 2-მა მათგანმა მიიღო საცხოვრებელი ფართი.

აქციის მონაწილეები ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ ნეპოტიზმსა და კორუფციაზე საუბრობენ. შესაბამისად ბინების გაცემის კომისიის გადაწყვეტილებები არასამართლიანად მიაჩნიათ.

მათი თქმით, აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთი ოჯახი კომისიამ სიაში ჯერ კიდევ 5 წლის წინ შეიყვანა, მაგრამ იგი ამ დრომდე ნახევრად დანგრეულ ბინაში ცხოვრობს.

"მძულს სიცოცხლე, მართლა მძულს. პენსია მაქვს 200 ლარი და ამით ვაკოწიწებთ. ვიხდით ბინის ქირას და დანარჩენი რაც რჩება, ბავშვებზე ვხარჯავთ. პატარს უყვარს რძე, რომელსაც წყალთან ვაზავებ, ცოტა შაქარს ვუმატებ  და ვატყუებ ბავშვებს, თითქოს რძეა,“ - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი გულო გუჯეჯიანი.

გუჯეჯიანების მსგავსად ბინას სახელმწიფოსგან ოკუპირებული აფხაზეთიდან 27 წლის წინ იძულებით გამოსახლებული ასობით ოჯახი ელოდება. ნაწილმა პროტესტის ფორმას მიმართა და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის შენობა დაიკავა. 60 ოჯახი 3 კვირის განმავლობაში ბინებში გადანაწილების დასკვნას ელოდებოდა, თუმცა გაირკვა რომ ისინი კვლავ საცხოვრებელი ფართის გარეშე რჩებიან. მათი თქმით, ბინებს იღებენ ის ადამიანები, ვინც „ქართულ ოცნებასთანაა“ დაახლოებული და ამიტომ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.  

 

 


close დახურვა