logo
ENG



პროტესტის ფონზე, პოლიცია ამბობს, რომ პოზნერს და სხვა კანონის დამრღვევებს დააჯარიმებენ

31 მარ 202122:33
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/31/lt4e4odduz922my.jpg

სამართალდამცველები ვინოტელთან არიან მობილიზებულები, სადაც რუსი პროპაგანდისტი ვლადიმირ პოზნერი თანხმლებ პირებთან ერთად დაბადების დღის აღნიშნვნას გეგმავს. ამის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი ითხოვენ, რომ კომენდანტის საათის დამრღვევი რუსები დააჯარიმონ და პოზნერი, რომელიც ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველო ვერ გახდება, საქართველოდან გააძევონ.

პროტესტის შემდეგ, პოლიციის წარმომადგენლმა განცხადა, რომ ისინი შევლენ ვინოტელში და კანონდამრღვევებს დააჯარიმებენ.

"ვინც დაარღვევს გადაადგილების შეზღუდვის მოთხოვნებს ან დაარღვია, ყველაზე მივიღებთ ზომებს. ამ შემთხვევაში, შევდივართ ობიექტზე დაჯარიმების მიზნით", - აცხადებენ პოლიციელები. 

აქტივისტების თქმით, ისინი პოზნერს დროსტარების საშუალებას არ მისცემენ.

საქართველოში მყოფმა რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ პოზნერმა და მასთან მყოფმა 50-მდე ადამიანმა კაფე სტამბიდან რესტორან ვინოტელში გადაინაცვლეს. ისინი პოზნერის დაბადების დღის აღნიშვნას აპირებენ და ამავდროულად, კომენდანტის საათს არღვევენ.

ვინოტელთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ "ოკუპანტ ღორებს" არ მისცემენ მშვიდად დროსტარების საშუალებას. ამასთან, აქტივისტები პოლიციას მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ დანაშაული - კერძოდ, 50 კაცის მიერ კომენდანტის საათის დარღვევა. 

ისინი სკანდირებენ:"პუტინ ხუილო". 

პოლიციელები აცხადებენ, რომ "სიტუაციაში ერკვევიან".

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში დღეს, 31 მარტს ჩამოვიდა. 

მასთან ერთად მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, სულ 50 ადამიანი.

ვლადიმირ პოზნერს ხვალ, 1-ლ აპრილს დაბადების დღე აქვს. 

მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი". 

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.  


close დახურვა