logo
ENG



პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: საქართველოს ეკლესიას აქვს იგივე პოზიცია, რაც ადრე ჰქონდა

27 აგვ 202412:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/27/e5ixavr161e9vsr.jpg

მე უშუალოდ ვესწრებოდი გუშინდელ შეხვედრას, რომელიც საპატრიარქოში მიმდინარეობდა. მინდა დაგიდასტუროთ, რომ ეს ძალიან კორექტული, მშივიდი და არგუმენტირებული საუბარია იმასთან დაკავშირებით, რაც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის სამართლებრივ მოტივებს უკავშირდება. ამიტომ ამაზე შორს ნუ წავალთ. არავითარი საფუძველი ჯერ არ არსებობს იმისა, რომ ეს სამართლებრივი მოტივი შეიცვალოს.

საქართველოს ეკლესიას აქვს იგივე პოზიცია, რაც ჰქონდა პატრიარქს ადრე. ხელისუფლებას ძალიან კორექტული და კარგი დამოკიდებულება აქვს ეკლესიის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბევრ სფეროში. ამ ეტაპზე კონსტიტუციური შეთანხმების ცვლილებაზე საუბარი სწორი არ არის.


close დახურვა