პროფკავშირების გაერთიანება მინიმალური ხელფასის განსაზღვრას მოითხოვს. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მინიმუმი 320 ლარი უნდა იყოს. ამის შესახებ ინიციატივით გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ პარლამენტს უკვე მიმართა. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოში, დღეის მდგომარეობით, კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანის მინიმალური ანაზღაურებად 20 ლარი, ხოლო საჯარო სექტორში - 135 ლარია განსაზღვრული, ეს კი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.
როგორც პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაილა ლიპარტელიანი განმარტავს, კანონის ცვლილება ბევრი ადამიანის სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
"საქართველოში აღნიშნული ხელფასის ოდენობა წარმოადგენს 20 ლარს, რაც 20 წლის წინ დადგენილი ნორმატიული აქტი. შემედგ მისი გადახედვა არ მომხდარა და ბუნებრივია ეს არაა იმ რეალობის შესატყვისი, რაც საქართველოში გვაქვს. ამიტომ ვითხოვთ ის დაწესდეს მინიმუმ საშუალო ხელფასის ოდენობის 30%-ით მაინც და წარმოადგენდეს 320 ლარს. ეს იქნება მინიმალური სტანდარტი. ვფიქრობთ, რომ თუ ამ კანონს მიიღებს პარლამენტი, მინიმუმ გააუმჯობესებს მინიმუმ 126 ათასი ადამიანის მდგომარეობას,-"აცხადებს რაია ლიპარტელიანი.