logo
ENG



პროფკავშირი: ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს

24 მაი 202222:46
3 წუთის საკითხავი
clock 697
2022/05/24/vihvjf9i6zstr7d.png

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, დღეს, 24 მაისს, ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.

პროფკავშირების ინფორმაციით, კულტურის სამინისტრომ თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ ბრძანებები მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში გასცა.

"ამ ეტაპზე, გათავისუფლებულ იქნა ეროვნული მუზეუმის 40-მდე თანამშრომელი - მაღალი დონის პროფესიონალების გუნდი. ასევე, მათ სიაში შედის საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე - ნიკოლოზ წიქარიძე და კავშირის სხვა წევრები. გათავისუფლებულ თანამშრომელთა სიაში არიან ის მეცნიერები, რომლებიც მონაწილეობენ უმნიშვნელოვანეს პროექტებში", - აღნიშნულია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროფესიულ კავშირს მიაჩნია, რომ თანამშრომლები უკანონოდ გაათავისუფლეს და რეორგანიზაცია დამსაქმებლის მხრიდან გაუმჭვირვალედ და არაკეთილსინდისიერად ტარდება.

პროფკავშირი მოითხოვს, მუზეუმის ხელმძღვანელობის მხრიდან პროცესის შეჩერებას და გადაწყვეტილების გადახედვას, ასევე, მათ აქტიურ ჩართვას პროცესში.

"პროფესიული კავშირის წევრები შეიკრიბებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას ბრძოლის გზებზე. ჩვენი ორგანიზაცია აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებს დასაქმებულების უფლებების დასაცავად", - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა