logo
ENG



პუბლიკის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

03 ნოე 202020:05
3 წუთის საკითხავი
 
3ncot5nvm1hxbbc.png

პირი, რომელიც არჩევნების დღეს გამოცემა პუბლიკის ჟურნალისტს თავს დაესხა, დაკავებულია. ეს ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

31 დეკემბერს, გლდანის 7-ე საარჩევნო უბანზე პუბლიკის ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს თავს დაესხნენ. გაბაძე თავდამსხმელს მობილურით იღებდა. მოქალაქე იგინებოდა და აგრესიულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს.

გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებისა (187-ე მუხლი) და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის (154-ე მუხლი) მუხლებით მიმდინარეობს.

 


close დახურვა