რუსეთის პრეზიდენტთან მოხვედრა მხოლოდ სადეზინფექციო გვირაბის გავლით იქნება შესაძლებელი. ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში ვლადიმერ პუტინისთვის კორონავირუსის თავიდან ასარიდებლად საგანგებო ტექნიკა დაამონტაჟეს.
გვირაბში შესული ადამიანი სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება, შემდეგ კორონავირუსზე ტესტს უღებენ და შენობაში შესვლის უფლება მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა. შეხვედრების დიდ ნაწილს ის ონლაინ რეჟიმში ატარებს.
პანდემიის დაწყების შემდეგ პუტინი პირველად 12 ივნისს გამოჩნდა და რუსეთის შრომის გმირებს მედლები ღია ცის ქვეშ გადასცა.