logo
ENG



პუტინთან შესახვედრად ლუკაშენკო მოსკოვში ჩაფრინდა

11 მარ 202214:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/11/5u5doamkrjdxgq3.jpg

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად მოსკოვში ჩაფრინდა.

როგორც ცნობილია ბელარუსი და რუსეთი მიმდინარე აქტუალური საკითხების, მათ შორის უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების განხილვას აპირებენ.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ არაერთხელ დადასტურდა, რომ ბელარუსი რუსეთს დახმარებას უწევს, თავისი საზღვრებზე რუსი ჯარისკაცების მოძრაობისა და სამხედრო ტექნიკის განლაგების უფლებას აძლევს. ევროკავშირში ბელარუსს რუსეთის მოკავშირედ მოიხსენიებენ, რის გამოც ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციებიც გაატარეს.


close დახურვა