logo
ENG



პუტინთან შეხვედრამდე რუსმა ოლიმპიელმა სპორტსმენებმა კარანტინი უნდა გაიარონ

01 სექ 202111:49
3 წუთის საკითხავი
 
პუტინთან შეხვედრამდე რუსმა ოლიმპიელმა სპორტსმენებმა კარანტინი უნდა გაიარონ

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე რუს ოლიმპიელ სპორტსმენებს ერთკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ამ პერიოდის განმავლობაში კი კორონავირუსზე ტესტს სამჯერ გაიკეთებენ.

ინფორმაცია ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა სპორტულ ტანვარჯიშში ანგელინა მელნიკოვამ გაავრცელა. ინსტაგრამ სთორიში მან დაწერა, რომ კარანტინისთვის ემზადება.

"სამშობლოში დაბრუნებისას ოლიმპიური თამაშების ყველა გამარჯვებული და პრიზიორი პრეზიდენტს შეხვდება. შეხვედრა 10 სექტემბერსაა ჩანიშნული, კოვიდის გამო კი, რომელმაც უკვე ყველას ძალიან მოაბეზრა თავი, იძულებული ვართ 7-დღიანი კარანტინი გავიაროთ", - დაწერა სპორტსმენმა.

დოპინგთან დაკავშირებული სანქციების გამო რუსი სპორტსმენები ტოკიოში დროშისა და ჰიმნის გარეშე ასპარეზობდნენ. ჯამში მათ 71 მედალი მოიპოვეს, აქედან 20 ოქროა.

პანდემიის დაწყების დღიდან პუტინმა პირადი შეხვედრები შეამცირა და სხვადასხვა ღონისძიებას ძირითადად ონლაინრეჟიმში ერთვება. სხვადასხვა დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე სხვადასხვა პირს კარანტინის გავლა მოუწია. კრემლში აცხადებენ, რომ პუტინი Sputnik V-ის ვაქცინით არის აცრილი.


close დახურვა