logo
ENG



პუტინი: ახლა ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან მშვიდია

13 ოქტ 202318:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/13/ode9m98lpzvn3zw.jpg

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, "ახლა რუსეთს საქართველოსთან მშვიდი ურთიერთობა აქვს".

"ახლა ჩვენი ურთიერთობა [საქართველოსთან] მშვიდია, მეზობლებთან თანამშრომლობის ინტერესი მათაც აქვთ", - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.

ამასთან, დღეს პუტინმა განაცხადა, რომ "საქართველო და უკრაინა დსთ-ს ფორმატში აღარ მუშაობენ, მოლდოვა კი იდენტობას კარგავს". პუტინის თქმით, უკრაინამ ოდესღაც ხელი მოაწერა ფუნდამენტურ დოკუმენტს დსთ-ს შესახებ, მაგრამ სრული ფორმატით მას არასდროს შეერთებია.

"ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ადრე დსთ- შემადგენლობაში შედიოდა და შესაძლოა, დღესაც შედის, დღეს ამ ფორმატში არ მუშაობს. საუბარია საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე", - თქვა პუტინმა.


close დახურვა