მსურს, რომ კიევის ხელისუფლებამ და მათმა პატრონებმა დასავლეთში კარგად მომისმინონ და გაიგონ, რომ ლუჰანსკსა და დონეცკში, ასევე ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრები ხალხი ჩვენი მოქალაქეები ხდებიან და ეს ასე იქნება სამუდამოდ. მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს, მყისიერად შეწყვიტოს ცეცხლი, სამხედრო მოქმედებები, ომი, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს გააჩაღა და დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენ ამის მზაობა გვაქვს და არაერთხელ განვაცხადეთ ამის შესახებ. მაგრამ დონეცკსა და ლუჰანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში ხალხის გადაწყვეტილების შეცვლაზე არ იქნება საუბარი, რადგან მათ უკვე გააკეთეს თავისი არჩევანი და რუსეთი მათ არ უღალატებს
პუტინი: მოვუწოდებთ კიევს, მყისიერად შეწყვიტოს ცეცხლი და დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან
30 სექ 202216:29
3 წუთის საკითხავი