logo
ENG



პუტინი G20-ის სამიტს არ დაესწრება, ინდონეზიაში ლავროვი გაემგზავრება

10 ნოე 202211:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/10/h8aotnxbwv2jjxy.jpg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ინდონეზიაში დიდი ოცეულის სამიტს არ დაესწრება. როგორც კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, მის ნაცვლად რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.

"გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს G20-ის სამიტზე სერგეი ლავროვი წარადგენს", - თქვა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, პუტინი G20-ის სამისტს ვირტუალურადაც არ დაესწრება. 

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პუტინის განრიგს და რუსეთში ყოფნის აუცილებლობას უკავშირდება. 

დიდი ოცეულის სამიტი ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართება. ჯერ კიდევ 3 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ სამიტში პუტინი მიიღებდა მონაწილეობას, უკრაინის არც ერთი წარმომადგენელი ინდონეზიაში არ გაემგზავრებოდა. მოსალოდნელია, რომ ზელენსკი, რომელსაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქვეყანა არ დაუტოვებია, დიდი ოცეულის სამიტში მონაწილეობას ვირტუალურად მიიღებს.


close დახურვა