რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ იგი ეთანხმება აშშ-ის მიერ წარდგენილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას და დაამატა, რომ რუსეთი მზად არის "მოქნილობის გამოსაჩენად".
პუტინმა თქვა, რომ ამჟამინდელი 28-პუნქტიანი გეგმა „განახლდა“ ალასკის სამიტის შემდეგ.
მან დაამატა, რომ რუსეთს აღნიშნული გეგმის ტექსტი აქვს, მაგრამ ჯერ მისი დეტალურად განხილვა არ მომხდარა.
პუტინი ამის მიზეზად აშშ-ის მიერ უკრაინის თანხმობის უზრუნველყოფის ვერ შეძლებას უკავშირებს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის უკან ამერიკულმა მედიამ გამოაქვეყნა აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმის პუნქტების სრული სია, რომელიც განსახილველად უკრაინას გადაეცა.
გავრცელებული ინფორმაციით, გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს:
უკრაინის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რუსულად აღიარებას.
ხერსონისა და ზაპოროჟიეს (ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ) რუსეთის კონტროლქვეშ აღიარებას.
