logo
ENG



პუტინი ბაიდენს ჟენევის სამიტზე შეხვდება - მოლოდინები სამიტის დაწყების წინ

16 ივნ 202114:22
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 1999 წლიდან მოყოლებული, საკუთარი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, ჟენევის სამიტზე, აშშ-ის რიგით უკვე მეხუთე პრეზიდენტს შეხვდება - მოლაპარაკებები რამდენიმე საათს გაგრძელდება, თუმცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თვისებრივი გაუმჯობესების იმედი თითქმის არავის აქვს. არსებულ ურთიერთობას ორივე მკვეთრად უარყოფითად აფასებს.

შეხვედრა საერთაშორისო პოლიტიკის მთავარი ამბავია. ბაიდენი და პუტინი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციას ცალ-ცალკე გამართავენ და მედიის კითხვებსაც უპასუხებენ.

ბაიდენი და პუტინი აქამდეც შეხვედრიან ერთმანეთს, თუმცა, ბაიდენი მას პირველად შეხვდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის როლში. თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ შეხვედრა იმართება არა განსხვავებების მიუხედავად, არამედ სწორედ განსხვავებების გამო. 

რუსეთის ჩარევა არჩევნებში, კიბერ თავდასხმები, იარაღის კონტროლი და  ნავალნის პატიმრობა იმ ძირითად საკითხებს შორისაა, რომლის განხილვასაც ელის საერთაშორისო მედია. ასევე განხილვის თემა იქნება კონფლიქტები და რუსეთის როლი უკრაინაში, სირიასა და ლიბიაში. საქართველოს საკითხი კი დღის წესრიგში არ დასახელებულა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა თავის პირველ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტს "მკვლელი" უწოდა. ამის შემდეგ რუსეთმა ვაშინგტონიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიხმო.

 


close დახურვა