logo
ENG



პუტინი ბელარუსს 1.5 მილიარდი დოლარის გამოყოფას დაჰპირდა

14 სექ 202021:57
3 წუთის საკითხავი
clock 370
okkdz5mls7jsym0.jpg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუს კოლეგას, ალექსანდრ ლუკაშენკოს, სესხის სახით 1.5 მილიარდი დოლარის გამოყოფას დაჰპირდა. ამის შესახებ ინფორმაციას TUT.BY ავრცელებს. 

შესაბამისი განცხადება კრემლის მეთაურმა სოჭში ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"ეკონომიკა უპირველეს ყოვლისა. ყოველთვის ამ ხაზს ვემხრობით. უფროს ძმასთან უფრო ახლოს უნდა ვიყოთ", - განაცხადა ლუკაშენკომ. 

მან პუტინს კორონავირუსის საკითხში გაწეული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა სოჭში დღეს გაიმართა. 


close დახურვა