logo
ENG



პუტინი მიმდინარე კვირაში საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავა

04 დეკ 202322:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/04/atv7k1m3t65b628.png

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიმდინარე კვირაში საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავა. ინფორმაციას პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი ავრცელებს.

"იქნება სამუშაო ვიზიტი, მოლაპარაკებები. უპირველეს ყოვლისა, საუდის არაბეთის პრინცთან. ჯერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გავემგზავრებით. იქ ასევე, სამუშაო ვიზიტი იქნება. იმედია, ძალიან სასარგებლო მოლაპარაკებები შედგება, რაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია"- ამბობს უშაკოვი.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ პუტინი ირანსა და ჩინეთში იმყოფებოდა.

ჩინეთში ვიზიტი იყო მეორე მას შემდეგ, რაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ჰაააგამ პუტინის დამავების ორდერი 2023 წლის 17 მარტს გასცა - ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც.


close დახურვა