logo
ENG



პუტინი სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდა, მაგრამ ტაძარში მივა

21 აპრ 202214:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/21/2dpyv3tzf27ru2q.jpg

უკრაინაში ომის ფონზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სააღდგომოდ ერთ-ერთ ტაძარში მისვლას აპირებს. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ველით, რომ აღდგომაზე ეკლესიას ეწვევა, როგორც ამას ტრადიციულად აკეთებს", - თქვა პესკოვმა.

რუსეთს მოუწოდებენ, რომ აღდგომის დღეებში უკრაინაში ცეცხლი შეწყვიტოს. თუმცა გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი სერგეი კისლიცია აცხადებს, რომ რუსეთმა უარი თქვა "სააღდგომო ჰუმანიტარულ შესვენებაზე", რისკენაც მხარეებს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა მოუწოდა.


close დახურვა