რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საშობაო ღვთისმსახურებას კრემლის ტაძარში მარტო დაესწრო. მის გარდა ტაძარში მხოლოდ მღვდელმსახურები იყვნენ.
პუტინი სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ეკლესიაში მარტო წარსულშიც დასწრებია და ამას კოვიდის მიზეზით განმარტავდნენ.
ინტერფაქსის ინფორმაციით, ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც პუტინი შობას მოსკოვში შეხვდა. წინა ორი შემთხვევა 2000 და 2001 წლებში მოხდა.
ხუთშაბათს პუტინმა თავდაცვის მინისტრს დაავალა ე.წ. საშობაო ზავისთვის 36 საათის განმავლობაში ცეცხლი შეწყვიტონ. უკრაინაში ამბობენ, რომ ეს თვალთმაქცობა და ხრიკია და რომ რელიგიურ დღესასწაულს ფარად იყენებენ. კიევმა აღნიშნა, რომ „ცეცხლის შეწყვეტის“ დაწყების შემდეგ რუსული მხარის დაბომბვა არ შეწყვეტილა.