რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. შესაბამისი განცხადება მან სანქტ-პეტერბურგში აფრიკის ლიდერებთან სამიტის შემდეგ გააკეთა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, აფრიკული და ჩინური ინიციატივები შესაძლოა მშვიდობის დამყარების საფუძველი გახდეს.
ამასთან, პუტინის მტკიცებით, ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია, მანამ სანამ, "უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის არმიას უტევს".
რაც შეეხება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, მანამდე უკრაინაც და რუსეთიც აცხადებდნენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან კონკრეტული წინაპირობების გარეშე არ დასხდებიან. ოფიციალური კიევ აცხადებს, რომ საკუთარ ტერიტორიებზე უარს არ იტყვის, ხოო მოსკოვის მტკიცებით, უკრაინას "ახალი ტერიტორიული რეალობა" უნდა მიიღოს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთის არმიამ მრავალი ქალაქი გაანადგურა, იმსხვერპლა ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე.