logo
ENG



პუტინი შოიგუს: აზოვსტალზე შეტევა მიზანშეუწონელია, მისი გაუქმების ბრძანება გავეცი

21 აპრ 202212:01
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას, მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაზე შტურმს მიზანშეუწონელი უწოდა და მისი გაუქმების ბრძანება გასცა.

“მე მიმაჩნია, რომ ინდუსტრიულ ზონაზე შეტევა მიზანშეუწონელია, მე მისი გაუქმების ბრძანება გავეცი", - აცხადებს ვლადიმერ პუტინი. 

პუტინმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება რუსი სამხედროების სიცოცხლის გადარჩენის მიზეზით მიღო.

„ეს ის შემთხვევაა, როცა უნდა დავფიქრდეთ. ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მეტი ჩვენი სამხედროებისა და ოფიცრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენაზე. არაა საჭირო ამ კატაკომბებში ჩაძრომა და ამ ინდუსტრიული ნაგებობების ქვეშ ხოხვა.

დაბლოკეთ ეს ინდუსტრიული ზონა, რათა ბუზიც არ შეფრინდეს.“ - განაცხადა პუტინმა

პუტინმა ასევე დაავალა შოიგუს, რომ კიდევ ერთხელ მოუწოდოს უკრაინელებს იარაღის დაყრისკენ.

პრეზიდენტის თქმით, რუსული მხარე საერთაშორისო სამართლებრივ აქტების შესაბამისად, სიცოცხლისა და ღირსეული მოპყრობის გარანტიას აძლევს იმ უკრაინელებს, ვინც ბრძოლაზე უარს იტყვიან.

შოიგუმ პუტინს მოახსენა, რომ მარიუპოლს რუსეთი აკონტროლებს და სამხედროებმა აზოვსტალის ქარხნის ბლოკადა წარმატებით მოახერხეს.


close დახურვა