რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანს შორის გამართული მოლაპარაკებები დასრულდა.
რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, შეხვედრაზე 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის შეთანხმებების შესრულებაზე იმსჯელეს, რის შემდეგადაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
განცხადების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ:
- "სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები მიესალმებიან რუსეთის მზაობას, დაეხმაროს ერევანსა და ბაქოს ურთიერთობების ნორმალიზებაში.
- მხარეებმა აღიარეს რუსი სამშვიდობოების წვლილი რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
- სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები შეთანხმდნენ ძალის გამოუყენებლობაზე და პრობლემების სუვერენიტეტის აღიარების პრინციპის გათვალისწინებით მოგვარებაზე
- პუტინმა, ფაშინიანმა და ალიევმა ხაზი გაუსვეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების დასადებლად აქტიური მზადების მნიშვნელობას
- მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დადებული შეთანხმებების შესრულებაზე"- ნათქვამია განცხადებაში.