logo
ENG



პუტინის განცხადებით, ხერსონის მცხოვრებლები ქალაქიდან უნდა გაიყვანონ

04 ნოე 202217:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/04/asuo87yis2im98q.jpg

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ხერსონის მცხოვრებლები ქალაქიდან უნდა გაიყვანონ.

"ახლა, ისინი, ვინც ხერსონში ცხოვრობენ, ქალაქის ყველაზე საშიში საომარი მოქმედებების ზონიდან უნდა გაიყვანონ," - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

აგვისტოს ბოლოს, უკრაინის არმია რამდენიმე მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავიდა. 24 ოქტომბერს კი უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ხერსონის ოლქში 90-ზე მეტი დასახლების გათავისუფლების შესახებ.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ახლა რუს ოკუპანტებს იძულებით გაჰყავთ ხალხი რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასახლებული პუნქტებიდან. ხერსონის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, იური სობოლევსკის ცნობით, რუსები ავრცელებენ ყალბ ამბებს იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქის განადგურებას აპირებენ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა მოაწყვეს საინფორმაციო ოპერაცია ხერსონიდან სავარაუდო "გაქცევის" შესახებ.


close დახურვა