logo
ENG



პუტინის თქმით, მინსკის შეთანხმება აღარ არსებობს

22 თებ 202220:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/22/tzs7b26y68frc6r.jpg

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მინსკის შეთანხმება აღარ არსებობს.

პუტინის მტკიცებით, რვა წლის განმავლობაში შეთანხმების შესრულებით იყო დაინტერესებული. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ მოსკოვი "იძულებული იყო" ეღიარებინა ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებლობა, რადგან ევროპამ ვერ "აიძულა" კიევი შეთანხმება შეესრულებინა.

21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 

რუსეთის პასუხად გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.  

თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა. სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს - როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი. ასევე, სანქციები შეეხო პუტინთან დაახლოებულ სამ ოლიგარქს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს. 

ამასთა, აშშ-ს პრეზიდენტის ბრძანებით, აშშ-ის მოქალაქეებს დონეცკსა და ლუგანსკში ინვესტიციები აეკრძალებათ. 


close დახურვა