საზღვარზე 4-საათიანი დაყოვნების შემდეგ, პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუსი მწერალი და ჟურნალისტი დიმიტრი ბიკოვი საქართველოში შემოუშვეს.
მანამდე, დიმიტრი ბიკოვმა ფორმულას უთხრა, რომ ბათუმის სასაზღვრო პუნქტში, ახსნა-განმარტებების გარეშე, საბუთები ჩამოართვეს და ქვეყანაში არ უშვებდნენ.
ბიკოვი ამბობდა, რომ ცალსახა პოზიციას იკავებდა როგორც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომში. მისთვის გაუგებარი იყო, რატომ არ უშვებდნენ ქვეყანაში.
"მე არასდროს ვყოფილვარ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ყოველთვის გამოვდიოდი ომის წინააღმდეგ, ცალსახა პოზიციას ვიკავებდი 2008 წლის აგვისტოს ომში. სავარაუდოდ, პუტინისტური ძალები ცდილობენ, ხელი შეუშალონ ჩემს გამოსვლებს საქართველოში. სრულიად არ მესმის, რატომ", - ამბობდა ბიკოვი.