logo
ENG



პუტინის მტკიცებით, უკრაინაში 600 000 რუსი სამხედრო იბრძვის

26 იან 202419:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/26/an0eqjsannv2y02.jpg

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, უკრაინაში 600 000 რუსი სამხედრო იბრძვის.

"უკრაინაში, ფრონტის ხაზზე 617 000 რუსი სამხედრო იბრძვის", - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.

პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის "უკრაინაში დასახულ ამოცანებსა და მიზნებს მიაღწევს". ამასთან, ის ამბობს, რომ რუსეთი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობით დონბასში "ომის შეჩერებას ცდილობდა".

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 380 600 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა