logo
ENG



პუტინის პირადი პატიმარი - შაბათის ფორმულა

10 დეკ 202220:20
3 წუთის საკითხავი
 

პუტინის პირად ჯალათს და საქართველოს არაფორმალურ მმართველს, კრემლიდან ერთი დავალება აქვს - სააკაშვილის გახანგრძლივებული წამება და სიკვდილი. 1-ლი ოქტომბრიდან დღემდე, მას შემდეგ რაც მიხელ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, ქართული ოცნების ხელისუფლება დაუფარავად გვიჩვენებს, პირადი შურისძიების გაუგონარ მეთოდებს და ზიზღს პატიმარი პრეზიდენტის წინააღმდეგ - სრული სახელმწიფო რესურსით - ქართული ოცნების ხელისუფლება, შავი პროპაგანდის დახმარებით ცდილობს, რომ სიკვდილის პირას მყოფი მესამე პრეზიდენტს არ მისცეს სიცოცხლის შენარჩუნების უფლება. მოსამართლის გადაწყვეტილების მიღებამდე, კლინიკის საკანში გამოკეტილი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. უკვე თვეებია  სააკაშვილის მკურნალობის მეთოდებში პროგრესი არ არის. 

 


close დახურვა