logo
ENG



პუტინის რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი რუსი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

08 სექ 202209:18
3 წუთის საკითხავი
 

პუტინის რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი რუსი ჟურნალისტი მიტია ალეშკოვსკი საქართველოში არ შემოუშვეს. ის "ნუჟნა პომოშისა" და გამოცემა "ტაკიე დელას" დამფუძნებელია.

ჟურნალისტი შემთხვევას თავის პოლიტიკური პოზიციას უკავშირებს და ამბობს, რომ ომამდე ქვეყანაში შემოსვლის პრობლემა არ ჰქონია.

ალეშკოვსკის თქმით, წლებია საქართველოში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

"არ მომცეს არანაირი ახსნა განმარტება, თუ რატომ არ მიშვებდნენ საქართველოში. არანაირი დოკუმენტი არ მომცეს, პასპორტიც კი იმ ავიაკომპანიის თანამშრომელს გადასცეს, რომლითაც სომხეთში მიშვებდნენ, პირველად არ ხდება, როცა საზღვარზე პრობლემები მექმნება. ომის შემდეგ, რამდენჯერაც საქართველოში ჩამოვედი, ნახევარი საათი საზღვარზე მაჩერებდნენ. მე საქართველოში ომამდე ვცხოვრობდი. ჩემს საქართველოში არშემოშვებას ჩემს პოლიტიკურ ხედვას ვუკავშირებ, რუსეთსა და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, რადგან ომამდე შემოსვლაზე პრობლემა არ მქონია. ცოტა ხნის წინ რუსეთში აგენტადაც შემრაცხეს, თუმცა მე არ ვარ პოლიტიკოსი და პოლიტიკური ცხოვრებით არასდროს ვყოფილვარ დაკავებული"- აცხადებს ალეშკოვსკი.

ბოლო პერიოდში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა რუსეთის პოლიტიკის არაერთ მოწინააღმდეგეს, მათ შორის ჟურნალისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და ბლოგერებს.


close დახურვა