logo
ENG



პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუსი მწერალი დიმიტრი ბიკოვი საქართველოში არ შემოუშვეს

13 დეკ 202221:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/13/k4m0r212hhq5kmp.jpg

რუსი მწერალი და ჟურნალისტი დიმიტრი ბიკოვი საქართველოში არ შემოუშვეს. 

როგორც მან ფორმულას უთხრა, მესაზღვრეებმა საბუთები ჩამოართვეს და უკვე 4 საათია ბათუმის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში იმყოფება.

"არაფერს გვეუბნებიან, არ გვიშვებენ ქალაქში, ბარგსაც არ გვაძლევენ. არანაირი ახსნა-განმარტება არ გაუკეთებიათ, გვითხრეს, რომ დაველოდოთ. ვერ გავიგე, რაზეა პრეტენზიები", - უთხრა ბიკოვმა ფორმულას. 

ბიკოვის თქმით, ის ცალსახა პოზიციას იკავებს უკრაინის წინააღმდეგ ომში, ასევე 2008 წლის ომში და მისთვის გაუგებარია, რატომ არ უშვებენ საქართველოში. 

"მე არასდროს ვყოფილვარ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ყოველთვის გამოვდიოდი ომის წინააღმდეგ, ცალსახა პოზიციას ვიკავებდი 2008 წლის აგვისტოს ომში. სავარაუდოდ, პუტინისტური ძალები ცდილობენ, ხელი შეუშალონ ჩემს გამოსვლებს საქართველოში. სრულიად არ მესმის, რატომ", - თქვა ბიკოვმა.


close დახურვა